თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სექტორში მიმდინარე სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში მეფრინველეობის დასახლებას შეუწყდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წყალი არ მიეწოდება თევდორე მღვდლის, გორის, აჭარისა და სარკინეთის ქუჩებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული ქუჩების წყალმომარაგება 20:00 საათიდან განახლდება.

















