დედაქალაქის ოთხი რაიონის - სამგორის, მთაწმინდის, კრწანისისა და გლდანის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 16 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშა ვარკეთილი 3-ის I და IV მიკრორაიონებს.
17.00 საათამდე მუხიანის II მიკრორაიონის, ხოლო 16.00 საათამდე გლდანის მასივის III და VI მიკრორაიონების აბონენტები არ მიიღებენ ელექტროენერგიას.
რაც შეეხება მთაწმინდა-კრწანისის რაიონს - 16 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირს, ასათიანის, ბროსეს, შევჩენკოსა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩის აბონენტებს.

















