საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი” 5 000 ლარით დაააჯარიმა.
კომისიის ცნობით, სანქცია ტელე-რადიო კომპანიას ქ.გორში რადიოსიხშირული სპექტრის ულიცენზიო გამოყენებისთვის დაეკისრა.
კომისიაში განმარტავენ, რომ ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი”, გარდა იმისა, რომ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელია და საერთო მაუწყებლობას ახორციელებს, ამავდროულად ის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ე. წ. საკაბელო ოპერატორს წარმოადგენს.
„სწორედ აღნიშნული საქმიანობის (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი) განსახორციელებლად შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის და კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების უფლების გარეშე, ზემოთ მითითებულ სიხშირულ დიაპაზონს იყენებდა“ - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

















