მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის კუთხით „სახალხო კრების“ წევრების - მსახიობ სოსო ჯაჭვლიანისა და სპორტსმენ ლუკა კურტანიძის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხი გადაწყვეტილია.
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მას ახალ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, მეგობრები და ძმაკაცები არასოდეს ყოფილან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების მიხედვით, კომპანიები ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სამუშაო დღეს, ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში, სოფლის მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გასაცნობად ჩაიყვანა.
საშუალო წნევის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხვალ 12:00 საათიდან საბურთალოსა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს და ოპოზიციის შიგნით მუდმივად დესტუქციულ ფაქტორს წარმოადგენს.
საპარტნიორო ფონდი პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში განთავსდება. უკვე დაწყებულია საპრეზიდენტო ფლიგელში ფონდისთვის განკუთვნილი ოთახების მოწყობა.
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მოითხოვს დაუყოვნებლივ გაუქმდეს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „მადნეულს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათი თქმით, „სამინისტრომ „მადნეულს“ გარემოსთვის ზიანის მიყენება 13 მლნ ლარის გადახდის სანაცვლოდ აპატია“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსირების პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, მთავრობის საქმიანობის წესი არის ერთადერთი ნორმატიული აქტი, რომლის ინიცირების უფლება პარლამენტის წევრს არა აქვს.