მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის კუთხით „სახალხო კრების“ წევრების - მსახიობ სოსო ჯაჭვლიანისა და სპორტსმენ ლუკა კურტანიძის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხი გადაწყვეტილია.
როგორც „ნიუსპრესს“ ჯაჭვლიანმა განუცხადა, ის და კურტანიძე მზად არიან, საარჩევნოდ „ქართულ ოცნებასთან“ ამ საკითხზე ითანამშრომლონ, თუმცა, რომელ რაიონში იქნება მათი კანდიდატურა წარდგენილი, ჯერ დაზუსტებული არ არის.
„სახალხო კრება“ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. კრება თანახმაა, მე და ლუკამ „ქართული ოცნებასთან“ ვითანამშრომლოთ“ - აღნიშნა მან.
ჯაჭვლიანი და კურტანიძე „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ უახლოეს ორ დღეში შეხვდებიან.
„სახალხო კრების“ რამდენიმე წევრთან თანამშრომლობის სურვილი თავად ივანიშვილმა გამოთქვა. როგორც მან მედიას განუცხადა, კოალიცია მზადაა, კრების ზოგიერთ მაჟორიტარ კანდიდატს არჩევნებში მხარი დაუჭიროს.

















