მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, 31 განცხადება დააკმაყოფილეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახამად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ ზეპირი მოსმენა იმართება, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

















