ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული, კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ახალაია თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვაჟა- ფშაველას ბიუსტთან, მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ მოახლოებული საარჩევნო ციკლისთვის საქართველოს აქვს სამართლებრივი ჩარჩო, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს ყველაზე მეტად კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პროგრამის „სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასჯელაღსრულების სისტემის საბადრაგო სამსახურის დებულების შემუშავების მიზნით, დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება და 8 ივლისამდე გაგრძელდება.
„ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი დღეს ვარკეთილშიც გაიხსნება. დღესვე, ვარკეთილის მეტროსთან მდებარე ახალი ბიზნესცენტრის გახსნაც იგეგმება, სადაც ბანკის აღნიშნული ფილიალია განთავსებული.
საშუალო წნევის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათიდან საბურთალოსა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.