არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ საქართველოში დიდი ჰესებისა და ტყეების გაჩეხვა დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გააპროტესტა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, სეპარატისტული მთავრობის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი ახალ ე.წ მთავრობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ინდონეზიაში თვითმფრინავ Sukhoi SupsrJet-100-ის ავიაკატასტროფის გამო და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ვაჟა ჯანყარაშვილისა და ნიკოლოზ გონგლიაშვილის კანდიდატურები დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სტუდენტური ხმა“ თავისუფალი და სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქცია გამართა.
წყნეთში მცხოვრებ დევნილების ნაწილს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს წყნეთში მცხოვრებმა დევნილებმა განუცხადეს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი სესხების გამცემ ორგანიზაციებზე კონტროლის დაწესებას მომხმარებლების უფლებების დაცვას უკავშირებს.
კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის, მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ კოალიციაში კვოტების გადანაწილების შემთხვევაში ყველაზე ბევრი კვოტა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ექნება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიაში ვიზიტისას გერმანელ ექპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა, რომელთა შორის გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენიც იყო.