პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები 12–13 მაისს ბათუმში იმსჯელებენ.
შეხვედრა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, პლენარული სხდომები ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება. საკომიტეტო და სასესიო კვირეები აღარ იქნება, პლენარული სხდომა კი, 11.00 საათის ნაცვლად 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი კომიტეტებმა და ფრაქციებმა განიხილეს.

















