საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ინდონეზიაში თვითმფრინავ Sukhoi SupsrJet-100-ის ავიაკატასტროფის გამო და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.
ინდონეზიაში თვითმფრინავი Sukhoi SuperJet-100-ის მთასთან შეჯახების შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მაშველებმა ცხედრები იპოვეს. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებზე მთის ფერდობზე მიმოფანტული საჰაერო ხომალდის დეტალებია აღბეჭდილი.
მაშველთა ვარაუდით, თვითმფრინავი მთასთან შეჯახების შემდეგ ხევში ჩავარდა. სხვადასხვა მონაცემებით, ხომალდზე 44-დან 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. Sukhoi SuperJet-100 რადარის ეკრანიდან გუშინ ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა.

















