ინდონეზიაში თვითმფრინავი Sukhoi SuperJet-100-ის მთასთან შეჯახების შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ განცხადება ჯაკარტას საგანგებო-სამძებრო სამსახურის უფროსმა გააკეთა.
შემთხვევის ადგილზე მაშველებმა ცხედრები იპოვეს. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებზე მთის ფერდობზე მიმოფანტული საჰაერო ხომალდის დეტალებია აღბეჭდილი.
მაშველთა ვარაუდით, თვითმფრინავი მთასთან შეჯახების შემდეგ ხევში ჩავარდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში დიპლომატებიც იმყოფებოდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, ხომალდზე 44-დან 50-მდე ადამიანი იყო.
Sukhoi SuperJet-100 რადარის ეკრანიდან გუშინ ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა.

















