ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ვაჟა ჯანყარაშვილისა და ნიკოლოზ გონგლიაშვილის კანდიდატურები დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე დასამტკიცებლად ვაჟა ჯანყარაშვილისა და ნიკოლოზ გონგლიაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
ვაჟა ჯანყარაშვილი წლების განმავლობაში პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. დღემდე, ის მთავარ პროკურატურაში, საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსია.
რაც შეეხება ნიკოლოზ გონგლიაშვილს, ის 2006 წლიდან გენერალურ პროკურატურაში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2006-2008 წლებში კი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2008 წლიდან დღემდე, გონგლიაშვილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი აირჩევს.

















