საქართველოს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, თბილისს ისრაელის კამერული ორკესტრი „იერუსალიმის კამერატა“ ეწვევა და 20 და 22 სექტემბერს კონცერტებს გამართავს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ტელეგრაფის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ სახლი ჩამოინგრა, ბრიფინგი გამართა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები” გაიმართება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ლიბიაში ამერიკის ელჩთან და საელჩოს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად, უშიშროების სამსახურის თანამშროლები დაიღუპნენ, რომლებიც ყოფილი სპეცრაზმელები იყვნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გეგმური მონიტორინგი განახორციელა.