აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი კონგრესმენს და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრს ადამ სმიტს შეხვდა.
მინისტრმა და კონგრესმენმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და აშშ-საქართველოს შორის მიღწეული ექვსპუნტიანი გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
ექვსპუნქტიანი შეთანხმება თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნა და განათლება, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება.
აშშ-სთან საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, თავდაცვის მინისტრი შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

















