საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი თემქაზე, „არაშენდასთან“ ამომრჩეველს შეხვდა და მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სამართლიანი ტარიფები და უმუშევრობა ეს ის საკითხები იყო, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ისაუბრა.
წულუკიანმა მათ 1 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
„გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალია, მთავარია, ბევრი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთთან, იმისთვის არჩევნები არ გაგვიყალბონ“ - განაცხადა წულუკიანმა.
ამომრჩეველს შეხვდა ასევე ბლოკის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე. ნუცუბიძის ქუჩისა და ალ.ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს იგი სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა, მათ შორის არჩევნების შედეგების მოსალოდნენ გაყალბებასთან დაკავშირებით.

















