შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებს დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განიხილავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, შეხვედრა ცესკო-ს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით ტარდება.
ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

















