logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქუთაისის #2 ციხეში არსებული ვითარება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქუთაისის #2 ციხეში არსებული ვითარება საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ
12:22 14.09.2012
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გეგმური მონიტორინგი განახორციელა.  

როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მონიტორინგის წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ ქუთაისის #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებები რეგულარულად ირღვევა და ადგილი აქვს პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის მრავლობით შემთხვევებს.

ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა გახდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის და საგამოძებო ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება დახვდათ გეგუთის #14 დაწესებულებაში. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელობამ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა, რაც მათივე თქმით, მისასალმებელი ფაქტია.

აღნიშნულ დაწესებულებებში გეგმური მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პატიმრებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასაც. მონიტორინგის მსვლელობისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ პატიმრებს, დაწესებულებების თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს. ძირითადი აქცენტი პატიმრებთან მოპყრობის საკითხებზე გაკეთდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ თანამშრომლები მათ როგორც წესი, უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად ექცევიან. პატიმრების თქმით, ისინი ცდილობენ არანაირი კონტაქტი არ იქონიონ ადმინისტრაციასთან, რადგან ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს.

ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, იმასაც, რომ წინა წელთან შედარებით, პატიმრების მოთავსება ე.წ. ,,ბოქსებში“ ( 2–3 კვ.მ. ფართობის სათავსო, სადაც არც საწოლია, არც სკამი და იქ მოთავსებულ პირებს პირდაპირ ბეტონის იატაკზე უწევთ ძილი) იშვიათად ხდება, თუმცა, რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ ისინი ექიმის მოთხოვნის გამო, ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ე.წ. ,,ბოქსში“ მოათავსეს. ასევე, მსჯავრდებულთა განმარტებით, თუ დარღვევა ,,მნიშვნელოვანია“ ისინი სამარტოო საკნებში ე.წ. ბოქსების გავლით ჩაყავთ, სადაც მათზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს კანონით განსაზღვრულ ერთ საათზე მეტი ხნით ეძლევათ უფლება გავიდნენ სუფთა ჰაერზე, პატიმართა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას, ვინაიდან სასეირნოდ გასვლისას თანამშრომლები ხშირად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები – ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. ადმინისტრაცია პატიმრებს ავალდებულებს, საკნებში დააწესონ მორიგეობა, რა დროსაც მორიგე პატიმარი პასუხისმგებელია თავისი თანასაკნელების მიმართ და ამავე დროს პასუხს აგებს თანასაკნელების მიერ ჩადენილ ნებისმიერ გადაცდომაზეც. მორიგეობაზე უარის თქმა, თავის მხრივ, ფიზიკური შეურაცხყოფის ან დასჯის მიზეზი ხდება.
პატიმართა გადმოცემით, უკანასკნელ პერიოდში დამატებითი მოთხოვნები დააწესა ადმინისტრაციამ, კერძოდ, დღის ნებისმიერ დროს, როდესაც დაწესებულების თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრები ვალდებულები არიან ადგნენ ფეხზე და დადგნენ ერთ ხაზზე. ამ შემთხვევაში არ ხდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება და ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული წესის დაუცველობა დასჯის მიზეზი ხდება.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მონიტორინგის დროს კარანტინში იმყოფებოდა 16 პატიმარი. კარანტინის საკნის ან სათვალთვალოს გაღებისას პატიმრები თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში დგებიან სახით ფანჯრისკენ. კარანტინში განთავსებულ პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გასეირნების უფლებით და აბანოთი. მათ ადმინისტრაცია არ აძლევს თეთრეულს, ჰიგიენურ ნივთებს და ზოგ შემთხვევაში, ტუალეტის ქაღალდსაც კი. ასევე, შემოწმებისას პატიმრებს აშიშვლებენ და ტანსაცმელს აყრევინებენ იატაკზე, რომელიც შემდეგ ისევ უნდა ჩაიცვან. კარანტინში მყოფ პატიმრებს ზოგჯერ ჭურჭელიც არ მიეწოდებათ და ისინი იძულებულნი არიან ისარგებლონ ერთმანეთის თეფშებით და კოვზებით, რაც გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორები, როგორც ყველა სხვა დაწესებულების პატიმრებს, მათაც არ მიეწოდებათ ჟურნალ-გაზეთები - არც ფოსტით და არც მაღაზიის საშუალებით, ხოლო რადიოს ჩართვა დაშვებულია მხოლოდ ძალიან დაბალ ხმაზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის რადიოთი სარგებლობასაც.

რაც შეეხება გეგუთის #14 დაწესებულებას, სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მონიტორინგის დროს #14 დაწესებულების სამარტოო საკნებში განთავსებული იყო 16 მსჯავრდებული, რომლებიც სარგებლობენ ჰიგიენური ნივთების შეძენის უფლებით დაწესებულების მაღაზიაში, შხაპის მიღების უფლებითა და გასეირნებით.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის აზრით, გეგუთის #14 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული 2010 წლის შემდეგ, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და მიუთითებს აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების დამაკმაყოფილებელ ხარისხზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა