საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით,
მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა და მისი ეპიცენტრი კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა. მას ნგრევა არ გამოუწვევია.

















