სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები” გაიმართება.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არაკომერციული იურიდიული პირების ყველაზე დიდი გაერთიანებაა. ამ ეტაპისთვის, პლატფორმაში 112 სრულუფლებიანი და 2 ასოცირებული წევრი ერთიანდება.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტერგაციის საქმეში.
კონფერენციაზე ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებულ მთავარ ტენდენციებს და კონკრეტულ გამოწვევებს განიხილავენ.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგებიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.

















