არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს წინასაარჩევნო ანგარიშის - „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო,
საარჩევნო კანონმდებლობისა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესწავლის მიზნით საქართველოში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს ქვეყნის ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
პროექტის „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“ ფარგლებში, დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პოლიტიკური პარტიების პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვანს ესტუმრა და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
სააქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
პროექტის „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“ ფარგლებში, ხვალ, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პოლიტიკური პარტიების პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართება.