პროექტის „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“ ფარგლებში, ხვალ, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პოლიტიკური პარტიების პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართება.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) ახორციელებს.
პროექტის ფარლებში ეკონომიკური განვითარების ხედვებს სამი პარტია - „ქრისტიან-დემოკრატები“, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
პირველ მრგვალ მაგიდაზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე თავის გუნდთან ერთად მომავალ ოთხ წელზე გათვლილ პარტიის ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს.
ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გახსნის, ხოლო პრეზენტაციას სახელწოდებით „ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის ხედვით“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გამართავს.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან საერთაშორისო და ქართული ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე, დიპლომატიური კორპუსი.
მორიგი მრგვალი მაგიდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელებთან გაიმართება.

















