სააქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნოდარ ხარშილაძე და ეკა ზღულაძეც ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე და პოლიციის არჩევნებისთვის მზაობის შესახებ ისაუბრეს.
ტომას მელია აშშ-ის უწყებათშორისო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს
გარდა ამისა, დღესვე, ახალაიამ შეხვედრა თავის ლიტველ კოლეგასთან არტურას მელიანასთან გამართა. შეხვედრაში მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების დირექტორები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტოში მიმდინარე რეფორმებზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე დასაქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების პროცესის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლიტვასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ლიტვის დელეგაცია საქართველოში 9 სექტემბერს ჩამოვიდა. მათ შეხვედრები შსს-ს აკადემიაში გამართეს. სტუმრები სამსახურის - 112- ის მუშაობას გაეცნენ.
არტურას მელიანასი საქართველოს ხვალ დატოვებს.

















