საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.6448 ნიშნულზე გამყარდა. წინა ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 1.6519 ლარი ღირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ძალაში შევა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/ 1.6448 ლარი.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.1045 ლარი ეღირება. დღეს კი, ევროს ფასი 2.1124 ლარია.

















