არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს წინასაარჩევნო ანგარიშის - „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევა პროექტის - „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ანგარიშში განხილულია არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკითხები 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე. კერძოდ, დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართება.

















