ფრანგული ბრენდი - ჰიპერმარკეტი „კარფური“ დღეს სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ საზეიმოდ გაიხსნება.
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.
საღამოზე ასევე, საფრანგეთის საელჩოს და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები არიან მიწვეული. სტუმრებს „კარფურის“ წარმომადგენლები მიესალმებიან, რის შემდეგაც ჰიპერმარკეტში ტური მოეწყობა.
„კარფური“ თბილისი მოლში 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ეწყობა.

















