პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე დღეს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ჩამოსულ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დელეგაციას შეხვდნენ.
„ლიბერთი ბანკის“ ბანკომატები და პოსტ-ტერმინალები დღეს საღამოს და ღამით არ იმუშავებენ. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ განაცხადა.
უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს იმ ღონისძიებებზე იმსჯელა, რომელიც არჩევნების დღეს ხმის მიცემის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უზრუნველყოფის მიზნით უნდა გატარდეს.
ანგარიშის - „წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების“ მიხედვით, კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევითი სამართალწარმოება წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს ჩაატარებს და ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს.