„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე მხარდამჭერებს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიმართავენ.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წლების მანძილზე ებრძოდა კრიმინალს, რათა თითოეულ მოქალაქეს ღირსეულად ეცხოვრა.
ბარამიძემ თავის გამოსვლაში პოლიტიკურ ოპონენტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც ერთმანეთში ვერ მორიგებულან, ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და მზად არიან სამშობლოს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ.
„ეს ის ხალხია, რომელსაც თეთრი და შავი ვერ გაურჩევია და რომელიც ვერ ხვდება რომელი სჯობს - პუტინი თუ სააკაშვილი“ - განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ ამ ადამიანებმა მხოლოდ ერთი მატერიალური ფასეულობის - ფულის გარშემო მოახერხეს გაერთიანება.
მისივე თქმით, ისინი მალე დაიშლებიან, საქართველო გაიმარჯვებს და ქვეყანა ერთიანი იქნება.

















