„ლიბერთის ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი, სავარაუდოდ, შენობის ბოლო სართულზე მიმდინარე სამუშაოების გამო გაჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ხანძარი ბოლო სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას გაუჩნდა ცეცხლი და რამ გამოიწვია ხანძარი“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი „ლიბერთი ბანკის“ შენობის გვერდით ნაწილს უკიდია. ადგილზე 20 სამაშველო და 1 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

















