თბილისში, ვაკეში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარია.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბანკის ოფისის გვერდით ნაწილს უკიდია.
მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 20 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.

















