logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამები დაუბალანსებელია
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამები დაუბალანსებელია
17:01 28.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო ეთერში პოლიტიკური რეკლამები დაუბალანსებელია.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, სატელევიზიო არხებზე, გარდა „მე-9 არხისა“, „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამას ეთერის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ გადის კლიპები, რომლებიც შესაძლოა, ფარულ პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვალოს.

„წინა პერიოდებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამები დაბალანსებულია. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქების თვალსაზრისით, სერიოზული პროგრესია, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარ პრობლემად დაუბალანსებელი რეკლამა რჩება, რადგან უმეტესად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამებს უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე სხვა პოლიტიკური სუბიექტებისას.

ნანუაშვილის განცხადებით, ასევე, სოციალური რეკლამის სტატუსით კვლავ გადის რეკლამები, რომელთაც სოციალური რეკლამის შინაარსი არა აქვთ.

„მოვითხოვთ, აღნიშნული სფერო კანონმდებლობით დარეგულირდეს. საქართველოს კანონმდებლობა ფარულ რეკლამას არ კრძალავს, თუმცა, მას ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე დიდი და სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორები საზოგადოებრივი მაუწყებელის, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერში გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამებს აკვირდებოდნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა