სამხრეთ კორეას გლობალური საინვესტიციო და სავაჭრო სტრატეგია აქვს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ სტრატეგიის ნაწილი გახდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს საქართველო-კორეის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ევროპის სახლში დღეს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს სახელწოდებით - „ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობა“ გახსნის.
კორეელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციის ჩადებით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების აპარატების თანამშრომლები ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართულობის შესახებ ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დღეს სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაიმართება. სტუდენტები სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას და სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გეგმას ხელი დღეს მოეწერება.