საქართველოს ხელისუფლება ავიაკომპანია „აირზენას“ რეგიონულ ფრენებში სუბსიდირების პროგრამით ჩართვას სთავაზობს.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ქობალიას თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს.
„რამდენჯერმე შევხვდი „აირზენას“ დამფუძნებელს. მან იცის, რომ ჩვენ გახსნილი ბიზნესგარემო გვაქვს. ნებისმიერ ავიაკომპანიას აქვს სხვა კომპანიისთვის კონკურენციის გაწევის საშუალება. სწორედ ამიტომ, ჩვენ „აირზენას“ შევთავაზეთ ადგილობრივ რეგიონულ ფრენებში სახელმწიფოს ჩართვა, თუნდაც სუბსიდირების დონეზე. გვესმის, რომ ადგილობრივი ფრენები მაგალითად „თბილისი-მესტია“ სუბსიდირებული უნდა იყოს, რადგან ვერცერთი ავიაკომპანია შეძლებს ამ მიმართულებით მხოლოდ საკუთარი ძალებით ფრენას“ - განაცხადა მინისტრმა.
ქობალიას თქმით, სამინისტროს ჯერ-ჯერობით, „აირზენას“ მხრიდან შეთავაზებაზე პასუხი არ მიუღია.

















