სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობის წინ, ქართველმა მხატვარმა შოთა ლელაძემ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.
მხატვრის პროტესტის საგანი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და პუტინის იმპერიალისტული რეჟიმი იყო.
ქართველი მხატვრის აქცია ევროსაბჭოს რუსმა დელეგატებმა გაპროტესტეს. ზოგიერთი მათგანი ნახატებს ხელით შეეხო და მათი ჩამოგდება სცადა. მათი განსაკუთრებული გაღიაზიანება რუსულჩექმიანმა ნახატმა გამოიწვია.
რუსი დეპუტატები ასევე შეეცადნენ ჩამოეხსნათ ის სურათი, რომელზეც პუტინის და სტალინის სახეები იყო გამოხატული.
აღსანიშნავია, რომ ლელაძემ მსგავსი აქცია მეოთხედ გამართა.

















