ჯგუფ „ელდრაინის” ახალ შემადგენლობას დღეს საპროდიუსერო კომპანია „ტიტანი” წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ტიტანი” ჯგუფის ძველ წევრებთან განსხვავებული ინტერესების გამო აღარ თანამშრობლობს. კერძოდ, ვერ მოხეხდა შეთანხმება ერთერთ უკრაინულ კონტრაქტთან დაკავშირებით.
კომპანიის ცნობით, ახალი ჯგუფისთვის 5 წევრი კასტინგის წესით შეირჩა. ჯგუფის ახალი სოლისტი იქნება პროექტ „ნიჭიერის” ფინალისტი მარიამ ტომარაძე, კლავიში - თამუნა შეყილაძე, სოლო გიტარა - გიორგი იმედაშვილი, ბას გიტარა - სულხან წიკლაური, დასარტყამი ინსტრუმენტი - გურამ მაკალათია.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, „ელდრაინი” ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს, რომლის პრეზენტაცია ერთ კვირაში გაიმართება. ჯგუფის რეპერტუარს შვედი კომპოზიტორი ადამ ალვერმარკი ქმნის.
ჯგუფმა „ელდრაინმა“ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია“ საქართველო 2011 წელს წარადგინა.

















