სირიაში, ქალაქ ჰამაში აფეთქების შედეგად 16-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილობრივ სამართალდამცველთა ინფორმაციით, აფეთქება ტერორისტების საცხოვრებელ სახლში მაშინ მოხდა, როცა ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას ცდილობდენ.
სირიაში ამ დრომდე არსებულ დაურეგულირებელ ვითარებაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალან ჟუპეს განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ძალის შესაძლო გამოყენებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და არაბულმა ლიგამ სირიაში 300 დამკვირვებელი გაგზავნეს.

















