დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარების გასაპროტესტებლად, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 20 მაისს აქციას გამართავენ.
გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სახელწოდებით - "კაპიტალიზმის ფერები: დისკუსია საქართველოს მომავალზე" კონფერენცია გაიხსნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატები დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, პატიმართა უფლებების შესახებ კონსულტაციებს ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხვალ გამართავენ.
აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკებისას საქართველომ დიპლომატიურ ძალისხმევასთან ერთად, კეთილმეზობლური ურთიერთობაც უნდა გამოიყენოს.
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიმართვას უგზავნის.
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი თბილისის საკრებულოს დღევანდელ საგანგებო სხდომას გამოეხმაურა, რომელზეც სტიქიის მიერ დედაქალაქისთვის მიყენებულ ზარალსა და მის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე იმსჯელეს.
თეთრმა სახლმა „დიდი რვიანის” სამიტის ფარგლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევისა და ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას შეხვედრის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტა.
საკანონმდებლო მაცნეში საგადასახადო კოდექსის განმარტებები გამოქვეყნდება. საკანონმდებლო მაცნესა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი სერვისის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს“ ესტუმრა და ორგანიზაციის მუშაობას გაეცნო.