logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ უგულავას პასუხისმგებლობის საკითხს სვამს
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ უგულავას პასუხისმგებლობის საკითხს სვამს
14:09 16.05.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი თბილისის საკრებულოს დღევანდელ საგანგებო სხდომას გამოეხმაურა, რომელზეც სტიქიის მიერ დედაქალაქისთვის მიყენებულ ზარალსა და მის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე იმსჯელეს.
ბალიაშვილი ზარალზე საუბარს მისი გამომწვევი მიზეზების განხილვის გარეშე, გაუმართლებელს უწოდებს.
„გუშინ თინა ხიდაშელი კოლეგებისგან იმ მასალების გასაჯაროებას ითხოვდა, რომელიც სანიაღვრეების მოწესრიგებაზე ჩატარებულ ტენდერს ეხება. მსგავსი დოკუმენტი, როგორც წესი, საჯაროა, თუმცა, გაუგებარია მერია რატომ მალავს. ჩვენ შევძელით მისი მოპოვება, რომლის თანახმად, სანიაღვრეების ექსპლუატაციაზე 2 მილიონიანი ტენდერი ჩატარდა, მერიამ აღნიშნული მომსახურება შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დაუკვეთა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა“-განაცხადა ბალიაშვილმა.
მისი განმარტებით, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანიაღვრეებთან დაკავშირებით პრობლემებია, მერია კი, პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას 2012 წლის ბოლომდე აპირებს.
ბალიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საქმის კურსში იყო, მაგრამ მის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთა და პრობლემის მოგვარება წლის ბოლომდე გადადო.
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ თბილისში მომხდარ ტრაგედიაში მერიას ადანაშაულებს და გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხს სვამს, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე, მოკვლევას ითხოვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა