ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ხვალ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხზე წარმატებით დასრულდება.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ახვლედიანი, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია ქართველმა მესაზღვრეებმა გარეჯის უდაბნოს მონასტერში არ შეუშვეს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრის „ერთობის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა აქცია დემოკრატიული ქვეყნისთვის დასაშვები თვითგამოხატვის ფორმაა.