ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ხვალ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს.
ღონისძიებაზე არქივში დაცული ის ფოტოები გამოიფინება, რომელებიც ჭიაურელს ფილმის გადასაღებ მოედანზე ასახავს. გამოფენაზე მსახიობის პორტრეტებიც იქნება წარმოდგენილი. გამოფენა 25 მაისამდე გაგრძელდება.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. ჭიაურელი მისთვის დამახასიათბელი არტისტიზმით, სტილით, პლასტიკითა და განსაკუთრებული შტრიხებით გამოირჩეოდა. სოფიკო ჭიაურელი 2008 წელს გარდაიცვალა.

















