„ლეიბორისტები“ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის პირადი მიზნით ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა.
მისი მტკიცებით, პრეზიდენტის პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ 900 მლნ ლარს გადააჭარბა.
„მთელი მსოფლიო გააოცა წყალდიდობის შემდეგ ჭირისუფლის მანტიამოსხმული სააკაშვილის სლოვენიის სტადიონზე ტინგიცობამ და მილანში შოპინგობამ. მისი პირადი გართობისთვის ე.წ. მივლინებებში საქართველოს ბიუჯეტიდან გახარჯულმა თანხამ უკვე 900 მილიონს გადააჭარბა“- განაცხადა ძაგანიამ.
გარდა ამისა „ლეიბორისტული პარტია“ პრეზიდენტის პირადი თვითმფრინავის ავიარეანომიბილად გადაკეთებას მოითხოვს.
როგორც ძაგანიამ აღნიშნა, პრეზიდენტის პირადი თვითმფრინავი 200 მლნ დოლარი ღირს და საზღვარგარეთ უმძიმესი ავადმყოფებისთვის გადასაფრენად საუკეთესო საშუალება იქნება.
ამასთანავე, „ლეიბორისტები“ სააკაშვილს მიმართავენ ის ოპოზიციონერები დაასახელოს, რომელიც პრეზიდენტისვე განცხადებით, საზღვარგარეთ ძვირადღირებული ბიზნესკლასით დაფრინავენ.

















