პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხზე წარმატებით დასრულდება.
„ეს პროცესი მიმდინარეობს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის და ის წარმატებით დასრულდება, დამერწმუნეთ“ – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მინაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო დროს, პოლიტიკურ პირთა მხრიდან ამ საკითხზე უპასუხისმგებლო ინსინუაციებს აქვს ადგილი.
„ის ინსინუაციები, რასაც პოლიტიკური ფიგურები ბოლო დღეების განმავლობაში ეწევიან, რბილად რომ ითქვათ, არასწორი და გარკვეულწილად უპასუხისმგებლოა საკუთარი ქვეყნის წინაშე” – განაცხადა დეპუტატმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ საკითხი ეხება დავით გარეჯის კომპლექსის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 2%-ს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს საზღვრებში ვერ მოხვდა.

















