იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თინათინ ბურჯალიანის განმარტებით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ვადები არ დარღვეულა.
ხელისუფლების გადადგომისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნით, დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე დეპუტატის ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს არამართებულს უწოდებს.
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორს გუნარ ვიეგანდსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს დღეს შეხვდა.
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“ "უსაფრთხო ენერგეტიკის განვითარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გიგანტური კაშხლების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე" შემუშავებულ მემორანდუმს უერთდება.
დეპუტატები პარლამენტში სამთავრობო საათზე დღეს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ელოდებოდნენ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე მივიდა.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.
პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია ბიზნესმენ მინდია გულუასთან და მის პარტიასთან „განახლებული საქართველოსთვის“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების უპირობოდ დაკანონების მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც გეგმავენ.