პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია ბიზნესმენ მინდია გულუასთან და მის პარტიასთან „განახლებული საქართველოსთვის“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
„გულუასთან აქამდე შეხება არ მქონია, თუმცა, თუ მომავალში თანამშრომლობა იქნება შესაძლებელი, ამის გაკეთებას არ გამოვრიცხავ“ - აღნიშნა კვარაცხელიამ
ვალერი კვარაცხელიამ ასევე განაცხადა, რომ მინდია გულუას სწორი პრიორიტეტები აქვს შერჩეული და მისი პარტიაც პრიორიტეტულია.

















