პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ლეიბორისტულ პარტიას“ მხარდაჭერას უცხადებს.
აღნიშნულის თაობაზე დღეს პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტების“ მიერ გამართულ აქციაზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, წინასწარ იქნას გაპროტესტებული არჩევნების შესაძლო გაყალბება, რადგან არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პროტესტს აზრი აღარ ექნება.
„მინდა აქციის პრგანიზატორ „ლეიობორისტულ პარტიას“ ვთხოვო, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე და ჩვენ ბოლომდე გვერდით დავუდგებით. ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აქ გაიმართება ისეთი აქციები, რომლის ბოლოები ტრიბუნებიდან არ ჩანს ხოლმე“ - განაცხადა აქციაზე კუკავამ.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შესაძლოა, ყველაფერზე ვერ შეთანხმდნენ, არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნით გაერთიანება პრიორიტეტულია.
„ჩვენ შესაძლოა, ყველაფერზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ უნდა გავერთიანდეთ ერთი მოთხოვნით, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, სისტემა, ადმინისტრაცია და მთლიანად საარჩევნო გარემო შეიცვალოს. ვინც აქ არ არიან იმ პოლიტიკური პარტიებს ვთხოვთ, წყენა შეიძლება ჩვენს შორის იყოს ბევრი დაგროვილი, მაგრამ ამ წყენას ქართული საზოგადოება არ უნდა გადაყვეს“- განაცხადა კუკავამ.
პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ გამართულ აქციაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ლილუაშვილი და „მრგვალი მაგიდის“ წარმომადგენელი ეთერ მგალობლიშვილიც იმყოფებოდნენ.

















