ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით, ბელორუსის ხელისუფლებისგან დაკავებული ოპოზიციონერების ე.წ. პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათვისუფლებას მოითხოვს.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, დიალოგი ევროსაბჭოსა და ბელორუსს შორის შეუძლებელია“ - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ევროპელი დეპუტატები ბოლორუსში ადამიანის უფლებების გაუარესებაზე აკეთებენ განცხადებებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ბელორუსსა და სირიას სანქციები დაუწესა. მათ ევროკავშირის ქვეყნებთან ყველანაირი ურთიერთობა ეკრძალებათ, მათ შორის საქმე ეხება საბანკო გადარიცხვებსაც.

















