პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“ "უსაფრთხო ენერგეტიკის განვითარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გიგანტური კაშხლების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე" შემუშავებულ მემორანდუმს უერთდება.
„საქართველოს გზა“ ოპოზიციურ პარტიებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
მემორანდუმი კამპანია - "უსაფრთხო ენერგეტიკა სიცოცხლისთვის" ფარგლებში შემუშავდა და ქვეყანაში დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას ითვალისწინებს.
"ჩვენ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებები ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უარს ვიტყვით გიგანტური ჰესების მშენებლობაზე, ასევე შევეწინააღმდეგებით სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ყველა ამგვარ ინიციატივას" - ნათქვამია მემორანდუმში.
მემორანდუმი ხელმოსაწერად ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაეგზავნა.

















