დეპუტატები პარლამენტში სამთავრობო საათზე დღეს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ელოდებოდნენ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე მივიდა.
სამთავრობო საათი საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მოთხოვნით იმართება.
ვანო მერაბიშვილთან დეპუტატებს რამდენიმე კითხვა ჰქონდათ, რომელიც ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის საქმეებს ეხება.
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატებს" აინტერესებს რატომ ხდება პოლიციის პოლიტიზება და რა მდგომარეობაა წინასწარი დაკავების ადგილებში.
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყოს და ამ უწყებაში შემავალი პოლიციისა და უშიშროების სტრუქტურები ცალ-ცალკე ჩამოყალიბდეს.

















