საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ხვალ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი პოეტის ეკატერინე ბჟალავას კრებულის „კოსმიური პაემნის“ პრეზენტაცია გაიმართება.
სტუდენტური მოძრაობა „რეაქტორის“ წევრ, სტუდენტ ბექა გადაბაძეს დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი“ გასულ კვირას ტრანსპორტის პროფკავშირების განცხადებას გამოეხმაურა და მიკროავტობუსების ტექნიკური მომსახურების გაიაფების შესახებ განაცხადა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, ჭიათურის პატარიძის მაღაროსა და კომპანია „თელასის“ გაფიცული თანამშრომლების პრობლემების მოგვარებაზე ერთიანი პასუხი არ არსებობს.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტმა მიხეილ ჩომახაშვილმა 5 ოქტომბერს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი დაარღვია და ის 2 000 ლარით დააჯარიმა.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის მონაწილეობით მიღებული კანონის შედეგად „ქართუ ბანკმა“ 190 მლნ ლარი დაკარგა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კულტურის მინისტრობის კანდიდატს გურამ ოდიშარიას ახალი მუზეუმის აშენების ინიციატივით მიმართა.