logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ აქტივისტი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა
„ქართული ოცნების“ აქტივისტი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა
16:42 19.10.2012
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტმა მიხეილ ჩომახაშვილმა 5 ოქტომბერს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი დაარღვია და ის 2 000 ლარით დააჯარიმა.

კერძოდ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებას საფუძვლად დაედო მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის წერილობითი შეტყობინება, რომელიც აცხადებს, რომ 5 ოქტომბერს, 08.00 საათზე მასთან სახლში მივიდა ჩომახაშვილი და საუბარი დაუწყო ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც იმავე დღის 10.00 საათზე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იხილებოდა. საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მოპასუხე - თეთრიწყაროს N26 საოლქო საარჩევნო კომისია, საქმეში მესამე პირი იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ შალვა ხაჭაპურიძე.

მიხეილ ჩომახაშვილმა განმარტა, რომ ის მართლაც იმყოფებოდა მოსამართლესთან სახლში, მაგრამ არა განსახილველ საქმესთან, არამედ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით.

„სასამართლომ გაითვალისწინა საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება და აღნიშნული ფაქტი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევად ჩათვალა. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად, მიხეილ ჩომახაშვილი 2000 ლარით დაჯარიმდა“ - აღნიშნულია სასამართლოს შეტყობინებაში.

ამასთანავე, სასამართლო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას კანონი და აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს ზეწოლის და შანტაჟის ნიშნებს, შეფასდება სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელის შეშლად და მოსამართლის საქმიანობაში უხეშ ჩარევად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა