ეროვნულ მუზეუმში ხვალ გამოფენა - ,,რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა’’ გაიმართება.  
გამოფენაზე ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, ესენი არიან ჰუსეინ ჩალაიანი, პიტერ ჯენსენი, სოფია კოკასალაკი, მარიოს შვაბი, პოლ სმიტი, ვივიენ ვესტვუდი და ოსმან იუსეფზადე. 
გამოფენის ორგანიზატორები არიან ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












